16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 13:12:48, 993 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას

 „ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გურჯაანში შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.

„ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რათ უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რათ უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის“,  - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics