21:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:01:17, 1474 ნახვა

პოლიტიკა
ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე განიხილეს

პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები. მათ შორის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი. კანონპროექტით ახლებურად ყალლიბდება მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი.

მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციით მცირე რედაქციული ხასიათიც ცვლილებები განხორციელდა. მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ შესულა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტებში.

მეორე მოსმენით განხილეს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმადაც ჩნდება და განისაზღვრება ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირი მომხმარებლებისთვის. 
პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა კოლეგებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდინა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 და მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. ასეთი გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობა, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტი და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესი თანხმდება სააგენტოსთან აღიარებული ორგანიზაციის მხრიდან.

ამის შემდეგ პარლამენტმა მოისმინა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო კოლეგებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში (2017 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 1 სექტემბერი) კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. მომხსენებლებმა უპასუხეს კოლეგების შეკითხვებს და მოისმინეს მათი შეფასებები გაწეული საქმიანობის თაობაზე.

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებს და 79 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურას.

დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი განხილულ საკითხებს და ცნობად მიიღეს კომიტეტების მიერ წარმოდგენილი წლიური საქმიანობის ანგარიშები.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics