16:29 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 14:39:14, 1078 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა.

შედეგები ოფიციალურად ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა და შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა.

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ხმა 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 1 147 701 ხმა 59,52% მიიღო.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics