21:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 11:40:56, 953 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეგვიპტეს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა

 ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა და კულტურა" (არაბულ ენაზე) პრეზენტაცია და პრეს-კონფერენცია. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ.

6 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრა „აინ შამსის" უნივერსიტეტის პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ვაჰაბ ეზასთან და ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ნასერ ბადავისთან . შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „აინ შამსის" უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს  კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრის დროს, რომელშიც ეგვიპტის მხრიდან მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი იბრაჰიმ მაჰმუდ ელარაბი და პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრები ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics