|
2018-12-14 10:22:31, 1710 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. ღონისძიებას ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა ესწრებოდნენ. დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. "ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოსგან მიიღონ საწყისი ფინანსური მხარდაჭერა, შექმნან სტარტაპები და ისარგებლონ საერთაშორისო მენტორშიფით სილიკონის ველიდან იმისათვის, რომ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეების საერთაშორისო კომერციალიზაცია მოახდინონ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ მთელი საგრანტო პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, ხოლო საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ შეფასება განხორციელდეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. “ - აცხადებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა; დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)