21:34 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 16:13:32, 1236 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეპუტატს, რომელიც სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება

„ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას, არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში, გარდა ამისა, უკვე ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას უწყდება უფლებამოსილება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული სანქციები ამოქმედდება რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გაცდენების პრობლემას დაძლევს.

„გასული სესიების განმავლობაში, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს სესიის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ეს უკვე გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები. ამით დაიძლევა ის პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედავთ, რომ ხშირად ირღვევა ეთიკის ნორმები, ხშირად ხორციელდება პროვოკაციები, ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე მერამდენედ, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო სივრცეში, მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა უკვე ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა, თუმცა, ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ როგორც პოლიტიკური პასუხი, ასევე, სამართლებრივი პასუხი და ამ სამართლებრივ პასუხს გვაძლევს ჩვენ რეგლამენტი იმ ეთიკის კოდექსით, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics