|
2018-12-13 14:26:26, 1874 ნახვა
ეკონომიკა
vali.ge-ს ერთიან ბაზას „ბაზის ბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს „ბაზის ბანკისა" და „ტერა ბანკის" მონაცემები დაემატა ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 ათას 223 მსესხებლის, 699 ათას 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია. ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: • სს „საქართველოს ბანკი" • სს „თიბისი ბანკი" • სს „ლიბერთი ბანკი" • სს „სილქ როუდ ბანკი" • სს „ხალიკ ბანკი საქართველო" • სს „იშბანკი საქართველო" • სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია" • სს „ბაზის ბანკი" • სს „ტერა ბანკი" შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.
(NS)
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა
პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)