00:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 21:09:51, 1293 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების აუთვისებლობის მიზეზებზე.

„თუ არის სესხი და პროექტი დაგვიანდა, არაფერი არ ხდება, ესე ვთქვათ, კატასტროფული.  ეს სესხი არსებობს, საკრედიტო ხაზი არის და მომავალ წელს, როგორც კი  დაიწყება პროექტი, მას შესაბამისი დაფინანსება ექნება.  წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ სახლს  და ბანკიდან იღებთ სესხს. თუ იმ ტემპით არ წახვედით და ჩამორჩენა გაქვთ ერთი თვე, ეს საკრედიტო ხაზი არ იკარგება, სესხს  აიღებთ იმ თვეში, როცა განაგრძობთ მშენებლობას. ხომ არ იქცევით ისე, რომ სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ სესხს, ვთქვათ, რესტორანში ხარჯავთ? ზუსტად იგივე მოდელია, როცა ვსაუბრობთ 269 მლნ ლარის აუთვისებლობაზე. ეს თანხა გამოყოფილია კონკრეტული პროექტების მშენებლობისთვის.  პროცესი დაგვიანდა, ჩაიშალა ტენდერი, იქნება თებერვალში და ის სესხი მოხმარება სწორედ ამ პროექტს. ამიტომ არ შეიძლება სესხით მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერია ხომ იცით?" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით გადაანაწილებს. 

„ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომ თუ ეს პროექტი დაგვიანდა რა არის შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და რესურსს მივმართავთ იქით და ესეც სწორი პრაქტიკაა. ეს პრინციპი იქნება დაცული და ეს არის ერთადერთი სწორი პრინციპი - კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს მიმდინარე დანახარჯებში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მიმდინარე ვალდებულება ჩვენ შეუსრულებელი არ დაგვრჩენია, პირიქით,  შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით გავზარდეთ დაფინანსება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics