|
2018-12-12 11:54:04, 1258 ნახვა
კომენტარი
აპატურაი: აუცილებელია საქართველოში რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე ვიმუშაოთ
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართა. მისი განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა ბრიუსელში გამართული მინიტერიალის შდეგები, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მხრიდან დაფიქსირდა ძლიერი გზავნილები ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. „ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება, რაც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, აგრეთვე ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა", - აღნიშნა აპატურაიმ. გენერალური მდივნის წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრთან განხილულ იქნა ასევე ის გეგმები რომელიც ორივე მხარემ უნდა განახორციელოს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მჯერა რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ. გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)