00:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 15:23:16, 1265 ნახვა

კომენტარი
ჯონდი ბაღათურია: არ გამაჩნია ინფორმაცია იუსტიციის სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ გადაცდომის შესახებ

ჯონდი ბაღათურია იუსტიციის სამინისტროსადმი გუშინ სატელევიზიო ეთერში მის მიერვე გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „იუსტიციის სამინისტრო და მისი მოხელეები ხსენებულ  საკითხთან არანაირ კავშირში არ არიან". 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიას დღეს დაუკავშირდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხა. ჯონდი ბაღათურია გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარ თემაში" წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ თითქოსდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2500 მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად წინასწარ იყო აღებული  გარკვეული თანხა.  „2500 ქეისი გამზადებულია  გადასაფორმებლად. ჩვენი ინფორმაციით, ამაში წინასწარ ფულია აღებული და დანარჩენიც კიდევ ასაღებია", − აცხადებდა ბაღათურია.

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს დილითვე ჯონდი ბაღათურიას  მისი განცხადების შესახებ ახსნა-განმარტება და დანაშაულის არსებობის შესახებ ინფორმაცია სთხოვა. უწყების გენერალურ ინსპექციასთან საუბრისას ბაღათურიამ განმარტა, რომ, მისი ინფორმაციით, „იუსტიციის სამინისტრო და მისი მოხელეები ხსენებულ  საკითხთან არანაირ კავშირში არ არიან".  ბაღათურიას თქმით, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სახლი მან მხოლოდ იმის გამო ახსენა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი განაცხადების რაოდენობასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია იუსტიციის სახლის თანამშრომლებისგან.

მანვე დაზუსტებით განმარტა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია იუსტიციის სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ მიწის ნაკვეთების უცხოელებზე რეგისტრაციისათვის   ფულადი თანხების აღებასთან დაკავშირებით და რომ მის მიერ გაჟღერებული თანხის ამღებებში იგი არ გულისხმობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს.

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ისეთი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც აზიანებს ქვეყნის ინსტიტუტების იმიჯს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics