|
2018-12-10 16:12:48, 1479 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთიმ“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა
8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ. კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით. „მეხუთე წელია, რაც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ და წელსაც ვაგრძელებთ ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაა. ლიბერთის რჩეულები წელსაც ის პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა. ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.
(R)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)