|
2018-12-10 14:34:50, 1022 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას ითხოვს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს დღეს სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართავენ. დღეს შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი. გამოვიკვლიეთ ყველა გარემოება და ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას. ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი. „საარჩევნო კოდექსით“ პირდაპირ აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წამომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემა; შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა; უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება გარდა სააგიტაციო მასალისა; აგრეთვე, მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირებით, მიუხედავად მათი ღირებულებისა. ჩვენს საქმეში ზღვა მასალაა წარმოდგენილი ერთი მხრივ 600 000 ადამიანზე თაღლითური დაპირების, რომ სესხები გაუნულდებათ, ეს არის პირდაპირი ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე - ყველას კარგად გვახსოვს ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენს სარჩელს თან ერთვის, რაღა თქმა უნდა, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა და ეს დადასტურებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით“, - განაცხადა ვაშაძემ. მანვე პროკურატურას მიმართა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. „ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისხლის სამართის კოდექსის 164-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის შესაბამისად, სადაც ასევე არის საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარამოებდა პირდაპირ ეთერში და თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)