00:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 13:53:52, 1380 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე ია კერზაიას საქმეზე: დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ ხდებოდეს

„თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს ჰქონდეს რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კერზაიაზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„მე გამოვთქვამ იმედს, რომ საზოგადოების თითოეული წევრი დადგება ბაჩანა შენგელიას და მთელი ოჯახის გვერდით ამ საქმის დეტალურად შესწავლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს ჰქონდეს რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, თითოეული ჩვენგანის მხრიდან იმიტომ, რომ დაუშვებელია მსგავსი რამ ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიის განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ მისი დედა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მანვე აღნიშნა, რომ ზეწოლა განათლების სამინისტროსგან მოდიოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics