19:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 16:26:38, 1142 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ხელისუფლებამ და ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ კაიროში ადგილობრივი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში წამყვანი ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქართულ-აფაზური დიალოგის მნიშვნელობას.

ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და ეგვიპტის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე მოეწყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა“ არაბულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ივანე დოლიძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics