19:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 20:53:22, 1395 ნახვა

პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელად მოგილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას. საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს არა მხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, ღრმა პატივისცემა და ურთიერთგაგება, არამედ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. თავის მხრივ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით, ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში დემოკრატიული განვითარების, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხების ევროპული მომავლის ინტერესებში.

გისურვებთ გამხნევებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მილოცვაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics