|
2018-12-05 10:06:26, 1042 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა გაიმართა
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოსევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად. სხდომაზე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიხატეს სრული მზაობა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისკუთხით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიცმიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისაკენ. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება 2019 წლის მარტში საქართველოშიდაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას. შეხვედრაზე მხარების მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აზოვსა დაშავ ზღვებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ბოლოდროს განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულრეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო. ალიანსის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით საქართველოსთან თანამშრომლობისშემდგომი განვითარების თაობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ალიანსს შორის ამ მიმართულებით არსებულიპრაქტიკული თანამშრომლობა, რაც აისახა ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში და გულისხმობს მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვისგაძლიერებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალების მონაწილეობით და სხვა. საქართველომგამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს ღონისძიებებში. ალიანსის წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ საქართველოს როგორც ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთოევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში; საქართველო წარმოადგენს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორს ნატოს არაწევრსახელმწიფოთა შორის და პირველ ადგილზეა აღნიშნული მაჩვენებლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური როლირეგიონში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)