19:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 20:00:59, 1339 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასებები მივიღეთ

ბრიუსელი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში,და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით,რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შესაბამისად საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ  ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.

მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას,  რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics