|
2018-12-04 16:09:59, 1697 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს
„ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად ახლა უკვე საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია. „ნავთობპროდუქტებზე ცვალებადი ფასის პირობებში საზოგადოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხელშესახები შეღავათი მიიღოს საწვავის შეძენისას. 10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლებით ყოველ ლიტრ საწვავზე, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. ამავდროულად „უნიქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვს ბონუს ქულებიც დააგროვონ სასურველი საჩუქრებისთვის“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. 2013 წელს კომპანიამ ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში პირველად საქართველოში საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია - ავტომატიზაციის სისტემა დანერგა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლისა და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი მაღალტექნოლოგიური გარანტიაა. შესაბამისად, „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
(R)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)