18:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 15:08:09, 1386 ნახვა

პოლიტიკა
​აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე: ეს ინსტიტუტის დასუსტებაა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ამ ინსტიტუტის დასუსტებას ცდილობს. 

როგორც აბაშიშვილმა განმარტა, ამის ნათელი მაგალითი უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო. 

„მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს კანონის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული,  სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტს და მთავრობას. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს. არავის ეს ჩვენთვის არ უკითხავს და ამის საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, აბაშიშვილის თქმით, ეს მეხუთე პრეზიდენტისთვის დიდი პრობლემა იქნება, რადგან მისივე მტკიცები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდებოდა. 

„სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას. მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics