18:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 15:01:53, 1287 ნახვა

პოლიტიკა
„ვის შეუძლია 5 ადამიანით რევოლუციის მოწყობა“ - რადას დეპუტატი რუსულ პროკოკაციაზე საუბრობს

„უბრალოდ მინდა, რომ ქართველები დაფიქრდნენ, ვის შეუძლია ან როგორ 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც ჩაუდეს რევოლუციის მოწყობა?!“ - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განაცხადა.

სემენჩენკომ პროცესის დასრულების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს.

 „რუსული პროპაგნდა ყველგან რუსულია, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ყველგან აქვს მეტასტაზები. უბრალოდ მინდა, რომ ქართველები დაფიქრდნენ, ვის შეუძლია ან როგორ 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც ჩაუდეს რევოლუციის მოწყობა რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში. ეს ყველაფერი რუსულ პროპაგანდას ჰგავს. ეს ხალხი ცამოვიდა საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქეები, მე ჩამოვედი, როგორც დამკვირვებელი. იარაღი ჩადება და ზღაპრების მოყოლა, თითქოს თვითმფრინავით ჩამოსული ხალხი რაღაცას გეგმავდა ძალიან ცუდია. ასეთი რამ უკრაინაშიც არ მომხდარა. მე არასდროს ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს ის ოლიგარქიული წყობა, რომელიც უკრაინაშია, რასაც აქ, საქართველოში ვხედავ. თუ გამოჩდება, რომ ეს არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, ძალიან გამიხარდება. რადგან დავრწმუნდები, რომ საქართველოში არაა რუსეთისა და ФСБ-ს მეტასტაზები. მე მსურს ამ ბიჭების დახმარება. მსურს ისინი გაათავისუფლონ“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics