|
2018-12-03 20:41:04, 1707 ნახვა
პოლიტიკა
„ბოროტება „გააპრავა“ - თაკო ჩარკვიანი კახა კალაძის გადადგომას ითხოვს
„ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ასეთი ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადების გამო უნდა გათავისუფლდეს ქალაქის მერი“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის. „ჩემთვის უკვე „ქალაქის მერმა“ პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს მომავალი ოჯახების შევიწროებისკენ. ვკითხულობ მის ამონარიდს - „რასაც დასთესავ, იმას მოიმკი“, რა თქმა უნდა, ამას ცხადია გაგრძელება ექნება და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ. მე პირადად, როგორც ჩემი ოჯახის წარმომადგენელი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ოჯახი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. იმიტომ, რომ პრაქტიკულად „გააპრავა“ ბოროტმოქმედება მოქმედმა ქალაქის მერმა. ვინაიდან მისი თანამშრომელი არის დავით მაჭავარიანი, რომელიც არათუ მოქმედი, არამედ ამ ინციდენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ეს გახლავთ დავით მაჭავარიანი, რომელიც არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, რაც შეეხება გოგრგოძეს, ყმაწვილი, რომელიც „ბანდერლოგად“ ჰყავდათ გამოყვანილი, ის ჩართო, თორემ დამწყები გახლავთ კერვალიშვილი და ზუსტად პროტოკოლის უფროსი მაჭავარიანი ახდენდა ამ ყველაფრის ესკალაციას. არსებობს კადრები, სადაც მაჭავარიანს უშუალოდ, როგორ მოსდის კოფლიქტი ჩემს მეუღლსთან. ამ ინციდენტზე კიდევ უარესი იყო დღეს ქალაქის მერის განცხადება, ეს არის კატასტროფა, ეს არის ანტი-სახელმწიფოებრივი გამოსვლა, ეს არის რუსული კორუფციის მმართვის ტიპის სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ახლა ჩავრთავთ საერთშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. ხვალ დილიდან „ეუთო“-ს წარმომადგენლობასთა არის შეხვედრა და რა თქმა უნდა, ვითხოვთ ამ გაცხადების გამო, ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ასეთი ანტი-სახელმწიიფოებრივი განცხადების გამო უნდა გათავისუფლდეს ქალაქის მერი და შესაბამისად, აღარ ვსაუბრობ მაჭავარიანზე, იმიტომ რომ ასეთ კრიმინალი აღარ უნდა დარჩეს თავის თანამდებობაზე“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ცნობისთვის, დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე ქუთაისი აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა, როგორც კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია,: „ის ფაქტი, რაც ქუთაისი აეროპორტში მოხდა ძალიან ცუდია. ძალადობა არავისთვის მისაღები არი არის, კატეგორიულად მუღებელია, რაც ხდებოდა, თუ და წინასაარჩევო კამპნიის დროს, პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვნენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს, რასაც დასთეს იმას, მოიმკი“, - გნაცხადა კალაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)