22:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 15:34:22, 1800 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მიუღებელია ბულინგი, რასაც გვარამია აწარმოებდა - იმუქრებოდა, ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს მაგან?!

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ძალიან კარგი ადამიანია და მასზე კარგის მეტი არაფერი ეთქმის. 

ამასთან, როგორც კალაძემ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის სეფასებისას განაცხადა, მსგავსი ტიპის ძალადობა კატეგოოირულად მიუღებელია. 

„დათო უპატიოსნესი ადამიანია მართლა. წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის უფროსია. მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. ის ფაქტი რაც ქუთაისის აეროპორტში მოხდა, ძალიან ცუდია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა გამოსვლაში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდებოდა. პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. რასაც დასთეს იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი.  კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში. მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკეთებდა, აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი მხარდამჭერების მიმართ. იმუქრებოდა ჩარეცხვით, ემუქრებოდა ადამიანებს, რომ ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ,“ - ამბობს კალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics