18:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 18:33:38, 1362 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული

 „ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული, - მის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულები იარაღით იყვნენ აღჭურვილი და საქართველოში მათი ჩამოსვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მიტინგებს უკავშირდება.

"ფაქტია, რომ დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული აქ ტურისტებად, ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. მე ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს სააკაშვილი და ეს ე.წ ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შსს ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა" და „ალიანსში" ჩაატარა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - ნათქვამია შსს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics