18:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 17:48:43, 1181 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: მთავარი ამოცანაა, რომ ლეგალური საშუალებები გამოვიყენოთ პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის

„ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი ამოცანაა, რომ ყველა შესაძლო ლეგალური საშუალება გამოვიყენოთ პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის ახლა და არა 2024 წელს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პარლამენტთან გამართულ აქციას დაესწრო.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ შვილმკვდარი მშობლები ქუჩაში არ ეძებდნენ სამართალს, თუ ჩვენ გვინდა, რომ არ გვყავდეს გათავხედებული ჩინოვნიკები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკაზე ზრუნავდეს და არა ერთი კაცის მსახურებაზე ხელისუფლება, თუ ჩვენ გვინდა, რომ პენსიონერმა ამოისუნთქოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ფარცხალაძეები არ დაჯლიგინებდნენ და არ ატერორებდნენ ვინმეს ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი აი ამ კრიზისიდან და განვითარებაზე გადასვლის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა ლეგალური საშუალება იმისათვის რომ ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ მათ შორის მისთვისაც აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე ეხლა გადასვლა და არა 2024 წელს როდესაც ამას ქართული ოცნება გვეუბნება. 2024 წლამდე ეს სისტემა მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს. „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი ამოცანა არის, ყველა შესაძლო აქცია იქნება, საერთაშორისო თუ შიდა მექანიზმები. დისკუსია, შეგონება გამოვიყენოთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე რაც არის მთავარი დღის წესრიგის საკითხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics