22:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 17:11:43, 1639 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: გურიაში საარჩევნო უბანთან ყალბი პირადობის მოწმობები იპოვეს - ეს საქმე წავა პროკურატურაში

„გურიაში საარჩევნო უბანთან იპოვეს 10-20 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების ყალბი პირადობის მოწმობები“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უპრეცენდეტო დარღვევების ფონზე ჩატარდა.

„28 ნომბერს ჩვენ გვქონდა მოსყიდვა, პირადობის მოწმობების გაყალბება, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, სუს-ის მიერ მართული კრიმინალი, საარჩევნო უბნებთან დახვედრა, ხმის ფარულობის დარღვევა, კარუსელები, ათიათასობით ბიულეტინის გაუქმება. მინდა გაჩვენოთ ის, რაც გურიაში საარჩევნო უბანთან იპოვეს ყალბი პირადობის მოწმობები. ეს ის საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც 10 და 20 წლის წინ გარდაიცვალნენ, ვინც „საფლავიდან ადგნენ“ რომ ბიძინა ივანიშვილის არჩეული კანდიდატისთვის ხმა მიეცათ. ეს არის ის საოცარი დემოკრატია, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ყველაფერი წავა პროკურატურაში და დედიმისის შვილები არიან და არ გამოძიონ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, პირადობის მოწმებები სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, კახა ასკურავამ გაავრცელა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics