18:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 16:32:44, 1583 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - თუ საჭირო გახდება საყოველთაო მობილიზიაციას გამოვაცხადებთ

„კმარა, საკმარისია საქართველში კრიმინალების თარეში. თუ საჭირო გახდება საყოველთაო მობილიზიაციას გამოვაცხადებთ“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე, თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მსგავს ფაქტებს უყურადღებოდ არ დატოვებს.

„ის ძალადობა, რაც გუშინ თაკო ჩარკვიანის და  მისი ოჯახის წინაარმდეგ ჩაიდინეს, რასაც ბაჩუკი ქარდავას უპირებდნენ და ჩვენს მხარდამჭერებს ემუქრებიან, ეს „ქურდული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია. დავამარცხებთ კანონიერი, კონტიტუციური გზით, რადგან ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. ყველა ძალადობის და მუქარის ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე. არცერთ შეთხევაში არ დავტოვებთ უყურადღებოთ.  ის, რაც მოხდა საქართველოში ჩვენი ღირსების შეურაცხყოფაა. კმარა! საკმარისია საქართველში კრიმინალების თარეში. თუ საჭირო გახდება საყოველთაო მობილიზიაციას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics