18:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 16:23:49, 1232 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები

 „როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე“, - ამ სიტყვებით მიმართა ვიდეოჩართვისას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დანებდნენ და საკუთარი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ.

„მინდა მივესალმო ჩვენი ბრძოლის ვეტერანებს და იმ წარმოუდგენელი რაოდენობის ახალგაზრდობას, რომელიც მოვიდა აქ. ძალიან მაგრები ხართ, რომ ასე ერთად შეიკრიბეთ. მინდა მივესალმო ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს, რმელიც ჩამოყალიბდა ძალიან მაგარ ლიდერად, ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი დაიბადა საქართველოში ისტორიული მასშტაბით, ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს. ჩვენ ადრე ვლაპარაკბდით სესაძლო კატასტროფაზე, კატასტროფა უკვე დადგა ს კატასტროფა დადგა, რადგან არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ. დღეს დავანახეთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდად და სამართლიანად. არასდროს დავიხევთ უკან. ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით და ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ამ ბრძოლაში თქვენი თანასწორი ვარ. მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე. ჩვენ არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics