|
2018-12-01 16:31:16, 1511 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ხელისუფლებას: ეცადეთ, დარჩეთ ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი
„ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობის, ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ თავდასხმას. ვაშაძემ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა და კანონიერების ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა. „28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარც პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუცია, აღარც არჩევნები ტარდება და ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალების ბანდები. დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული „ბანდერლოგები“ და მიაყენეს ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს იყო რაღაც იზოლირებული მოვლენა. მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში. ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ არავის არ ეშინია თქვენი; მეორეც, მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ; მესამე - არც ერთი ჩვენი მხარდამჭერის, შტაბის აქტივისტისა და ხელმძღვანელის, ასევე, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველის დაშინების უფლებას არ მოგცემთ. ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დამიჯერეთ, მე ამის საშუალება მაქვს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვრჩებით კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში და იგივეს მოვითხოვთ ე.წ. ხელისუფლებისგან - ნუ დაკარგავთ ადამიანის სახეს. არჩევნები მოიპარეთ, ხალხის ნებას მიაფურთხეთ, კალათებით ყარეთ ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში, ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)