17:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 19:24:57, 1368 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 „პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად, კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული იმ მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, კონსულტაციები შესთავაზა.

„ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში იქნება შესაბამისი პირობების შემქნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც წარადგენს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად და რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics