06:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 18:55:44, 1679 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე 87-ე სკოლაზე: მოსწავლეებზე მენინგოკოქცემიის გადადების არავითარი რისკი ამ შემთხვევაში არ არსებობს

„მოსწავლეებზე მენინგოკოქცემიის გადადების არავითარი რისკი ამ შემთხვევაში არ არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფექცია დაავადებულთან უშუალო, ხანგრძლივი კონტაქტისას, წვეთოვანი გზით გადადის. დაავადების გამომწვევი მიკრობი გარემოში, რამდენიმე წუთში იღუპება.

დაავადაბეთა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მენინგოკოქცემიის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ობიექტის სველი წესით დამუშავება საკმარისია და დამატებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

პაატა იმნაძის განცხადებით, მენინგოკოკურ ინფექციას ტემპერატურის უეცარი მატება და სხეულზე ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევები ახასიათებს. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics