17:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 15:38:23, 1089 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, თუმცა კატეგორიულად არ ვემხრობით რაიმე ტიპის არეულობას

„ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხლისუფლება შეიცვალოს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, მათ შორის გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას.

„ევროპული საქართველო" დღეს გეგმავს, რომ ჩაატაროს პოლიტსაბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი იქნება, იქნებიან რეგიონული ლიდერები, პარტიის ხელმძღვანელობა და ჩვენ განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ უახლოეს მომავალში. ჩვენს ამოცანად რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ", - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ მსგავსი მოწოდებები მიუღებელია.

„პროტესტის გზით პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავია, ამაში არაფერი გასაოცარი არაა, ეს არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება. თუმცა, კატეგორიულად არ ვემხრობით არც რაიმე ტიპის არეულობას, არც მათ შორის მოწოდებას ჯარისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის არასწორი გზა, ამიტომ ამას არ შევუერთდებით. კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პოზიციის გამოხატვასა და ბრძოლის გაგრძელებაზე, ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics