|
2018-11-30 12:57:20, 893 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არ დავუშვებთ რევოლუციისა და არეულობის შემოტანის მცდელობას საზოგადოებაში
„არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა ადამიანს აქვს ყველა ადამაიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ „თუ ვინმეშეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“ ამასთან, ბახტაძე გამოეხმაურა იუნესოკოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების ნუსხაში შეიტანა. „მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100 პროცენტი დათვლილია, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა და სალომე ზურაბიშვილმა 20-პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა. არჩევნებზე დაფიქსირდა ძალიან მაღალი აქტივობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, მადლობა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, მის ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა, ასევე მინდა გადავუხადო საერთაშორისო დაადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. მოგეხსენებათ, რომ მათ მე პირადად ვთხოვე, გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, იმისათვის, რომ არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა, მათ თავიანთი მოვალეობები შეასრულეს სანიმუშოდ. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის. დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი. დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვაყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროთ მათ. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. პირველ რიგში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დავაანონსეთ. ჩვენი მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეკონომიკური ზრდამ შეადგინა 6.7%, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ ძალიან დიდი მონაპოვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით, ჩვენს ხალხთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი. და ბოლოს, მინდა ძალიან პოზიტიური ამბით დავასრულო, როგორც ბევრმა ალბათ უკვე იცით - იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების ნუსხაში შეიტანა. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ, რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს ქართველებს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში“, 0 განაცხადა პრემიერმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)