17:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 19:07:47, 1143 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი მხარდამჭერებს: კვირას საქართველო ფეხზე დადგება და უარს ეტყვის ივანიშვილს

„დიდი მადლობა ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის, რომელიც გუშინ მოვიპოვეთ“, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს.

სააკაშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მოქალაქეებს კვირას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 „ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, მივესალმები გაერთიანებულ ოპოზიციას. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ. ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი კარტოფილზე გაიყიდა, ხალხმა ფული აიღო, რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ეს უნდა. დამნაშავე მხოლოდ ბინძური ბიძინა ივანიშვილია, საქართველო დაუძინებელი მტერი. ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ეს ივანიშვილის თამაშია, ნურავინ შეყვებით თამაშში. დამნაშავე არის მხოლოდ ერთი - საქართველოს მტერი ივანიშვილი. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასეთი ცუდი დასკვნები საქართველოს არჩევნებში არ გაკეთებულა 2003 წელსაც კი. ამ დასკვნების თანახმად, არჩევნებზე იყო მასობრივი ძალადობა, გაყალბება. ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics