15:37 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 15:24:36, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო: მეორე ტურს დადებითად ვაფასებთ, თუმცა მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარგარეტა სედერფელტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დადებითად აფასებს.

ამასთან, როგორც სედერფელტმა აღნიშნა, მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო.

"საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველად გაიმართა. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობამ ქვეყნის მტავარსარდალი პირდაპირი წესით აირჩია. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ. მეორე ტური საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. საარჩევნო პროცესს პოზიტიურად ვაფასებთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო, მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაცია მიეღო", - განაცხადა სედერფელტმა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics