|
2018-11-28 17:29:03, 1683 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია
„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო , რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“, - განაცხადა ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი. „ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის .ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს. ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება რასაც ვხედავთ რუსთავი 2-ზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები. მოვუწოდებთ ნაცმოძრაობის აქტივისტებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა პროვოკაციაა, თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მინდა აღვნიშნო ,რომ ფიქსირდება 3 საათის მონაცემებით უპრეცედენტო აქტივობა.იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით ,ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით,რომ ამ დღეს, ოთხშაბათ დღეს არ იქნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა აქტივობაზე და ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ ნაცმოძრაობის ტელევიზიაში რუსთავი 2-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება , როდესაც ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტები, ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)