07:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:19:57, 2126 ნახვა

სამხედრო
საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

“პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში  ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებებიც გამოკვეთეს.

ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან,  გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და  კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics