21:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 09:15:46, 1238 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: სრულად განახლებული ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სიცოცხლეს იძენს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნეს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს" მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მან თეატრის დასს თეატრის გახსნა მიულოცა და ბევრი წარმატებული პრემიერა უსურვა:

„ბათუმის დრამატული თეატრი ჩვენი ქალაქის, ბათუმის კულტურის და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სიცოცხლეს იძენს, რადგან სრულად რეაბილიტირებულ თეატრში ვიმყოფებით. მჯერა, რომ ამ შენობაში მრავალი წარმატებული პრემიერა გაიმართება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონტრიბუცია, რომელიც ამ თეატრს ექნება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში.

განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შენობას უპრეცენდენტო სამუშაოები ჩაუტარდა. ისტორიულ შენობის უნიკალურ კედელს და ჭერის მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრირება და დაუბრინდა ავთენტურობა, ისევე როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები. შესაძლებელი გახდა შენობაში არსებულ დიდ და მცირე სცენაზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართოს.

ბათუმში თეატრალური ხელოვნება სათავეს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. ბათუმის დრამატული თეატრი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დასით. დღევანდელ ღონისძიებას თეატრის მსახიობები, საზოგადოების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics