19:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 22:01:05, 1110 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს, ამაზე მუშაობს შკლიაროვი

 „სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისშიც კი რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში.

„საბოლოოდ გაფორმდა ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია. ომის თემა, რომელზეც თითქოს სხვადასხვა აზრი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, ვის აწყობს ამის შენება - აწყობს რა თქმა უნდა, რუსეთს. პირდაპირ ჩანს რუსული კვალი. რუსი შკლიაროვი გეგმავს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისი თქმით, არაერთხელ ძალიან ცუდი ფორმით სცადეს ეთნიკური თემების წამოწევა.

„ისინი ურტყამენ ისეთ თემებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში, ეს არის რუსული სცენარი. რუსულ ინტერესებს ატარებდა სააკაშვილი 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ის არც ერთ განცხადებაში არ ამბობს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს არის ცალსახა. არის მუდმივად სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ სპეკულაციების დღის წესრიგში დატოვება არის რუსულ ინტერესებში და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში. აქ ემთხვევა მათი ინტერესები და ეს არის დღესავით ნათელი. ამაზე მუშაობს შკლიაროვი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics