19:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 18:38:34, 1099 ნახვა

კომენტარი
სალაძე - ის, რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს, უფრო მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია

„არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც წლებია უფლებადამცველ საქმიანობას ვეწევით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ ვართ ვალდებული, ღიად განვაცხადოთ წყაროს შესახებ“, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სალია აცხადებს, ის რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს საკითხის შესახებ, უფრო დიდ და მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ვერ ვპასუხობ მედიის ზარებს, მსურს ბოლო დროინდელ მოვლენებს წერილობით გამოვეხმაურო. მხედველობაში მაქვს  საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც სავარაუდო ყალბი პირადობის მოწმობების საქმეს ეხება.

პირველ რიგში მინდა შევეხო წყაროს გამხელაზე უარის თქმის საკითხს და ავღნიშნო, რომ ორგანიზაციები რომელიც წლებია უფლებადამცველ საქმიანობას ვეწევით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ ვართ ვალდებული  ღიად განვაცხადოთ წყაროს შესახებ. უფრო მეტიც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ წყარო დაცული იყოს და მას უსაფრთოხების გარანტია ჰქონდეს;

ის რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს საკითხის შესახებ, ეს უფრო დიდ და მაშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია. წლების განმავლობაში, სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით არსებული გამოწვევების ერთგვარი გაგრძელებაა ის რასაც ახლა ვხედავთ. ჩავარდნილი რეფორმების ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებს არ აქვთ ნდობა საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოების მიმართ და ღიად საუბარს ერიდებიან;

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გუშინ დაიწყო, იუსტიციის მინისტრი უკვე აცხადებს, რომ სავარაუდო შემთხვევა რაზეც ორგანიზაციები საუბრობენ ტყუილია. ასეთ დროს, ცხადია რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ არსებობს პოლიტიკური ნება საქმის გამოძიების თაობაზე;

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის მმართველ ძალასთან ასოცირებული და რაც ყველაზე სამწუხაროა მაღალი თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია მოხდეს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში არაერთ შეხვედრასა და საინტერესო ღონისძიებაზე მომიწია ყოფნა. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, არაფორმალური მმართველობის, მართლმსაჯულების, ელიტური კორუფციის და მედიაში არსებული პრობლემების პარალელურად, უკვე ღიად საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

დღეს, ბრიუსელში, პირველად მოვისმინე საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით პარალელების ისეთ ქვეყნებთან გავლების თაობაზე, ვისთან ერთადაც სულ რამდენიმე თვის წინ არც კი განვიხილებოდით ერთ კონტექსტში. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დროებითია და არჩევნების შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება უკეთესობისაკენ“, - აცხადებს სულხან სალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics