19:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 15:56:44, 1193 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული

„გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული - ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობა ნებისმიერ დროს მზად არის, შს მინისტრს შეხვდეს.

„საპარლამენტო უმცირესობამ ევროპულმა საქართველომ დაიბარა გიორგი  გახარია ფრაქციაზე. რათა მას პასუხი გაეცა მნიშვნელოვანი კითხვებისთვის, პირველ რიგში სარალიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში არის. დაწყებული მათ შორის იმ ძალადობით რომელიც ახალქალაქში მოხდა ისევე, როგორც სხვა დარღვევებით მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ თითქოს პარლამენტში არ მოხდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც არის უბრალოდ არასწორი, იმიტომ, რომ საპარლამენტო უმცირესობა ამ წუთშიც მზად არის, რომ ბატონ გახარიას უმასპინძლოს, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია პასუხი როდის მოვა ის. მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის თავჯდომარემ საჯაროდ განაცხადა ბიუროს სხდომაზე, რომ ამ კვირაში მოვიდოდა, დამთავრდა კვირა და ეს არის ბოლო სამუშაო დღე კვირის და ჩვენ პასუხი გახარიასგან არა გვაქვს. ახლა იმაზე საუბარი, რომ ისინი მაინც მზად არიან და ნებისმიერ დროს არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე მოვლენ ეს არის როგორც იტყვიან „გრამაფონში გასროლილი უბრალოდ ფრაზაა“ იმიტომ რომ არ მოდიან ფაქტია და გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ ამ ლეგიტიმურ მწვავე კითხვებს იმიტომ რომ ახლა ბატონი გახარია დაკავებული არის სხვა რაღაცებით. დაკავებული არის ზუგდიდში საარჩევნო საქმიანობით რომელიც დიდი ალბათობით არის უკანონო. იმის გამო რომ ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაში არის ახლა ცდილობს, რომ ამ თავისი გავლენით მათ შორის კრიმინალებთან მუშაობით და სხვა გავლენა მოახდინოს მეორე ტურზე და ამის გამო არ მოდი ის და არ აპირებს რომ გასცეს პასუხი ძალიან ლეგიტიმურ და მწვავე კითხვებს“, -  განაცხადა სერგი კაპანაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics