19:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 11:46:53, 1363 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: 3 NGO ტყუილშია გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამის დავალება მათ „ნაცმოძრაობისგან“ მიიღეს

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილშია გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღეს, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიებამ საზმოგადოებას უნდა დაანახოს, რომ გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ტყუილი ჩემთვის ნათელია. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღეს. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათი თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს. ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, რომ გამოძიება გაგრძელდეს, რადგან ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics