18:24 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 12:57:55, 1533 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: უიმედო სესხების ჩამოწერა „ქართუს“ მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით გაუგებარია. 

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების მორიგი ტრიუკია. 

"გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს ვინმემ გაიგო? საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი იქნა ჩამოწერილი. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად საშუალოდ. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა. 

რომელი დაპირება შესრულდა:

-600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი?
-500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი?
-ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი?
-120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა?
ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია. 
პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს? კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა?
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ. როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics