16:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:59:05, 1407 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: შს მინისტრის მზაობა გაცხადდა, არავინ გაურბის არაფერს, მინისტრი მოვა და პასუხებს გაგვცემს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა შორის პოლიტიკური შეფასებები და დებატები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციის დადგენილების თემას მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. 

„პოლიტიკური განცხადებებისთვის იქნება შესაბამისი დრო, თუმცა ირაკლი, ოთარ კოლეგებო ეს საკითხები რაზეც თქვენ საუბრობთ ჩვენს მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც და იმ პროექტშიც ჩვენ წარმოვადგინეთ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს დაფიქსირებული. ამიტომ ლოგიკა იმის, რომ ჩვენ ინტერესი არ გვქონდეს ეს საკითხები რაც შეიძლება შესაბამის ვადებში არ განვიხილოთ ტყუილია და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, იმიტომ რომ ჩვენს მიერ არის დაყენებული, რომ ჩავიხედოთ რეზოლუციაში და იმ პროექტში რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ჩვენს მიერ არის დაყენებული ის საკითხები რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ჩვენი ინტერესი ნათელია, გვაქვს ინტერესი ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმის რომ მოვიდეს. თქვენს განცხადებებშია პრობლემა, რომ ხართ არაობიექტურები და ამბობთ, რომ არ არის შედეგი. საუბარი იმაზე რომ არის თუ არა ინტერესი, ძალიან დიდია ჩვენი შედეგები რა შედეგები აქამდე იყო, არ ვართ კმაყოფილი და ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია, ამიტომ დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომლებიც თქვენ ვერ წარმოგედგინათ რომ დავაფიქსირებდით, დიახ გავეცით დავალება რომ ეს საკითხები უნდა შესრულდეს. ამ საკითხებზეც მოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, გაგვცემს პასუხებს. მისი მზაობა გაცხადდა, პოლიტიკური მზაობა არის, არავინ არ გაურბის არაფერს. არსად გასაქცევი არ არის ეს საკითხი. შესაბამისად ეს საკითხები იქნება ის თემა, რომელზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად მოგვიწევს მსჯელობა. ყველას მოუწევს პასუხის გაცემა რა ხდება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ის პოლიტიკური განცხადება, ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ. არ არის კორექტული. ინტერპრეტაცია გეხერხებათ.  ჩვენთვის ადამიანები და ისინი ვინც რუსთაველზე დგანან ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრიც და მათი პოზიციაც. ასე რომ ის სურვილი ვიღაც-ვიღაცეების რომ მოხდეს დარბევები და ასე შემდეგ, არ მოხდება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics