|
2018-11-10 15:01:42, 1527 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: სააკაშვილის წინააღმდეგ „ფეიკ“ ნიუსების გავრცელებით ზურაბიშვილის „გაპრავება“ უნდათ
„ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო, უნდათ საგულდაგულოდ გადამალული სალომე ზურაბიშვილი როგორმე „გააპრავონ“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შესახებ საუბრობს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი განზრახ ამახინჯებს სააკაშვილის სიტყვებს, სინამდვილეში კი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აეცილებინა საქართველოს საომარი მოქმედებები. „უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი განცხადება არის პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და თავიდან ბოლომდე, კონკრეტული ფაქტები არის წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. მაგრამ, ახლა, ამ ვიდეოდან, ამოგლეჯილია სამი სიტყვა, შუაში აქვთ სიტყვა გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმზე გადასული ტელეკომპანია „იმედი“. ხალხი ბნელი არ არის და კარგად მოისმენს ვინ რას ამბობს. ვთხოვ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სოციალურ ქსელებში არის ეს ვიდეო და ყველამ მოისმინეთ. შეაფასეთ, ამ ადამიანების არაადეკვატური, მათი „ფეიკ“ ტვინების მიერ შექმნილი „ფეიკ“ ნიუსები, რომელსაც ისინი აკეთებენ და რითაც უნდათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს?! იმიტომ, რომ უნდათ, საკუთარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგულდაგულოდ ჰყავთ გადამალული, რამენაირად „გააპრავონ“ ამ სიტუციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ პრავდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში არქივის ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო. „კითხვაზე - განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლის ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)