17:24 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 15:13:43, 2362 ნახვა

სამხედრო
V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა

V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა. არტილერისტებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ლევან იზორიამ არტილერისტების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი აღნიშნა და ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში არტილერიის რეფორმა ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თანამედროვე გამოწვევებისთვის სრულად მზადყოფნას.

ღონისძიების ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა საბრძოლო დროშა პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილს გადასცა და V საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილება გადააბარა.

ცერემონიალი არტილერისტების დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, ხოლო პირველი კლასის რიგით ზაურ ხუბაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში მკლავჭიდის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ფულადი პრემია გადასცა.

V საარტილერიო ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბრიგადის ტერიტორიაზე V საარტილერიო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო.

V საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის ნოემბერში შეიქმნა. 2018 წელს ბრიგადას სახელწოდება შეეცვალა და V საარტილერიო ბრიგადა გახდა. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics