|
2018-11-08 14:55:49, 2353 ნახვა
სამხედრო
728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას 2020 წლისათვის შეძლებს. „სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი. დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. 2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)