|
2018-11-07 17:35:44, 3352 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში ჟურნალისტი მოკლეს
საუდის არაბეთში თურქი ჟურნალისტი ბინ აბდულ აზიზ ალ-ჯასერი მოკლეს, - ამის შესახებ Tasnim იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მარტში დააკავეს. წყაროს თქმით, ალ-ჯასერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწამებდნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ალ ჯასერი Twitter-ზე ჩინოვნიკების და სამეფო ოჯახის წევრების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ წერდა. ის არაბმა ჯაშუშებმა დუბაიში, Twitter-ის ოფისში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი თურქეთშიც მოხდა, კერძოდ კი, საუდის არაბეთის საკონსულოში. კერძოდ, 2 ოქტომბერს არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)