11:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 14:02:15, 1651 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას.

აგრეთვე მინიტრის მოადგილის თქმით, რეგულაციები უკრძალავს კანაფის მოხმარებას არასრულწლოვნებს, ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. 

„როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული. ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. ეს კანონპროექტი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს,  მაგრამ სამართლებრივი რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას: სატრანსპორტო  საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ ჩაიდენს პირი ასეთ ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics