15:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 12:32:07, 1696 ნახვა

კომენტარი
ვიცე-პრემიერი ოთარ ფარცხალაძის დაკავებას არ გამორიცხავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკავებას არ გამორიცხავს.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ფარცხალაძესთან მიმართებაში არსებობს.

"არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას არ დათანხმებია სასამართლო. ეს არის სწორედ რომ მართლმსაჯულების პრინციპი, სადაც პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ ბრალი, და სადაც უკვე სასამართლოს უფლებამოსილებაა განიხილოს ყველა წარმოდგენილი არგუმენტი და მან იმსჯელოს ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით. მანამდე პრეზუმფცია უნდა დავიცვათ ყველამ და წინასწარ არ დავაბრალოთ ადამიანს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics