|
2018-11-05 16:37:00, 1726 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ ბერაბ მორჩაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა
ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთ მოქწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს წარდგენილი ბრალი შეეცვალა. მერაბ მორჩაძის სასამართლო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა განიხილეს, რომელიც წარდგენილი ბრალის შეცვლას შეეხებოდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს პირველი ფორმულირებით ბრალი მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში ედებოდა, რაც მოწმის მოსყიდვას გულისხმობს. თუმცა, დღევანდელ პროცესზე ბრალდება შეიცვალა. კერძოდ, მორჩაძეს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას ედავებიან, რათა ამ მოწმეს გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეეცვალა. "ყველა გამოკვლეული მტკიცებულებით და მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ჩვვენ მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოძიებისადმი მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა. ამ ნაწილში მოხდა ბრალდების გადაკვალიფიცირება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოწმის მოსყიდვის ფაქტს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი და მისი ოჯახისადმი გარკვეული თანხის გადაცემას, თუმცა ამავე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თანხის გადაცემის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა", - განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)